სუპერლიგა -
Aa
Aa

სუპერლიგა - "რუსთავი" ფინალშია და მეტოქეს ელოდება

საკალათბურთო სუპერლიგის ფინალში „რუსთავი“ გავიდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალში „კაკტუსი“ 2:0 დაამარცხა.

ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრაში რუსთაველებმა მეტოქეს ანგარიშით 91:78 მოუგეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი სამაიე ჰაინეს-ჯონსი გახდა,რომელმაც პარკეტზე 35:21 წუთი და თავის გუნდს 29 ქულ, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

რუსთაველთა რიგებში კი საუკეთესო მაიკლ დევის გახდა,რომელმაც 29:59 წუთში 17 ქულა,6 მოხსნა და 2 ასისტი გააკეთა. 

დღის მეორე ნახევარფინალში კი „დინამომ“ „ცხუმ-აფხაზეთს„ 70:68 აჯობა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა შესაბამისად, დაინიშნა მესამე, გადაწყვეტი შეხვედრა, რომელიც 19 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და გამარჯვებული სუპერლიგის ფინალში“რუსთავს“ დაუპირისპირდება. 

გამარჯვებულ დინამოელთაგან 10 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი ალონზო უოკერმა დააფიქსირა. 14 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზეა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკა დარბაიძემ. ცხუმ-აფხაზეთში 14 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 12 ქულა ვასილ ბერუაშვილმა მოაგროვა , რაჰიმ ჯონსონის ანგარიშზე კი 10 ქულა და 6 მოხსნაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები