18 მეასადი წამი ლიცენზიამდე - მარიამ ქერდიკაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა
Aa
Aa

18 მეასადი წამი ლიცენზიამდე - მარიამ ქერდიკაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა

მარიამ ქერდიკაშვილს 18 მეასედი წამი დააკლდა ოლიმპიურ ლიცენზიამდე.

ბარნაულში მიმიდნარე კანოე სპრინტში ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირზე ქართველი სპორტსმენი მეორე ადგილზე გავიდა.

მარიამმა დისტანცია 0:50:18 წამში დაძლია და მხოლოდ ხორვატ სპორტსმენს ჩამორჩა.

გოგონების C1 200 მეტრიან გაცურვაში მხოლოდ პირველი ადგილი იღებდა ტოკიოს საგზურს.

ბარნაულში ასევე ასპარეზობას ბადრი ყაველაშვილი იღებდა,რომელიც ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კანოეში მონაწილე არ ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები