მაკარიძის
Aa
Aa

მაკარიძის "მორეირენსემ" პორტუგალიის "ლიგის თასი" მოიგო!

ქართველი მეკარის, გიორგი მაკარიძის "მორეირენსე" პორტუგალიის "ლიგის თასის" გამარჯვებული გახდა.

ფინალურ შეხვედრაში ამ გუნდის მეტოქე პორტუგალიის მეოთხე გრანდად აღიარებული "ბრაგა" იყო. მატჩის ბედი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე გადაწყდა, როცა კაუემ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ერთადერთი და ტიტულის მომტანი გოლი გაიტანა.

მაკარიძე, ტრადიციულად, ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. მან 4 "სეივი" შეასრულა და 63-ე წუთზე ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე "მორეირენსემ" გათამაშებიდან "პორტუ" და "ბენფიკა" გამოთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები