შენგელიას 12 ქულა - ცსკა-მ ზენიტი კიდევ ერთხელ დაამარცხა და ფინალში გავიდა
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა - ცსკა-მ ზენიტი კიდევ ერთხელ დაამარცხა და ფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB გაერთიანებული ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „არმიელებმა“ „ზენიტს“ 3-1 სძლიეს და ტიტულის დასასაკუთრებლად „უნიქსს“ გაეჯიბრებიან.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა სერიის მეოთხე შეხვედრა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, შესანიშნავად ჩაატარა და მეტოქეს 85-71 სძლია. „არმიელებმა“ პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგეს, მეორე ნახევარში მოწინააღმდეგე წინ არც ერთხელ გაუშვიათ და კომფორტული უპირატესობის საფინალო სირენამდე შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

შენგელია ცსკა-ს წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ. თოკომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, პარკეტზე 28 წუთი და 35 წამი გაატარა და საკუთარ გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5-დან 3 ორიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცსკა-ს რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა დენიელ ჰეკეტის ანგარიშზეა. კლაიბერნმა და ჰილიარდმა 13-13 ქულა დააგროვეს, ხოლო ფოიტმანმა 9 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები