100-დან 100 ქულით - გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის MVP გახდა
Aa
Aa

100-დან 100 ქულით - გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის MVP გახდა

ლენოვო „ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ACB ლიგის სეზონის MVP გახდა. გიორგიმ ასეთ წარმატებას კარიერაში პირველად მიაღწია.

გამოკითხვაში მონაწილეობას ჟურნალისტები, მწვრთნელები და გულშემატკივრები იღებდნენ. რამდენიმე დღის წინ გიორგი გულშემატკივრებმა საუკეთესოდ დაასახელეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მწვრთნელები და ჟურნალისტებიც მას უჭერენ მხარს.

აღსანიშნავი ის გახლავთ, რომ გიორგიმ ხმების მაქსიმალური რაოდენობა მიიღო და ტეიდის ვულკანის(ესპანეთში ყველაზე მაღალი მწვერვალი) წვერზე დააჯილდოვეს.

გეტყვით, რომ შერმადინის კარგი თამაშის ფონზე „ტენერიფეს“ თავის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ვიდორეტას გუნდმა ACB ლიგა 54 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. 27 მოგება და 9 მარცხი. „ტენერიფეზე“ წინ მხოლოდ „ბარსელონა“ და „რეალი“ აღმოჩნდნენ. გიორგის ერთ მატჩში საშუალო შედეგი 17 ქულა, 5.4 მოხსნა და 1.8 გადაცემა ჰქონდა.

გიორგი შერმადინის კომენტარი აღიარების შემდეგ:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები