ისტორიაში მეხუთედ -
Aa
Aa

ისტორიაში მეხუთედ - "რუსთავი" სუპერლიგის ჩემპიონია

თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ „რუსთავი“ სუპერლიგი ჩემპიონია.

ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ სერიაში „ცხუმ-აფხაზეთი“ ანგარიშით 3-0 დაამარცხა.

რუსთავურმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა.

ფინალური სერიის გადამწყვეტი მესამე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

„რუსთვმა“ უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა.მაგრამ მესამე პერიოდში „ცხუმი“ წინ გაიჭრა.

ბოისას შეგირდებმა ბოლო წუთებში ტემპს მოუმატეს და მეტოქეს ანგარიშით 94:88 აჯობეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მალიკ უათი გახდა,რომელმაც პარკეტზე 36:05 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში „რუსთავს“ 30 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

„ცხუმ-აფხაზეთის“ რიგებში კი საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე იყო, რომელმაც „რუსთავს“ 22 ქულა ჩაუგდო.

სუპერლიგის ფინალური მატჩის დაჯილდოების ცერემონიალზე 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელად „რუსთავის“ ლიგიონერი მაიკლ დევისი დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელად კი ანატოლი ბოისა.

ანატოლი ბოისა - "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი

ვახტანგ გაფრინდაშვილი - "რუსთავის" კალათბურთელი

პაატა გურასპაული - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ საკალათბურთო კლუბ „ვერას“ წევრი, ლუკა მაზიაშვილი გახდა ,ხოლო გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშედ თბილისის „დინამოს“ კალათბურთელი ლუკა ბულაშვილი. მაზიაშვილს ზვიად მიქაძის სახელობის თასი გადაეცა, ხოლო ბულაშვილს გელა დარსაძის თასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები