როლან გაროსი - ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში დამარცხდა
Aa
Aa

როლან გაროსი - ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილს გუშინ, „როლან გაროსზე“ წარმატებული სტარტი ჰქონდა. საფრანგეთის ღია პირველობის საწყის რაუნდში სერბ დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდა და მეტოქე საკმაოდ მარტივად (3-1) დაამარცხა.

დღეს, ქართველი ჩოგბურთელი გულშემატკივარმა წყვილთა თანრიგშიც იხილა. 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეწყვილე გერმანელი, 36 წლის ანდრე ბეგემანი 33 წლის ხორვატი ფრანკო შკუგორისა და 41 წლის ინდოელი როჰან ბოპანას წინააღმდეგ ანგარიშით - 4:6; 2:6 დამარცხდნენ.

ბასილაშვილს შემდეგი ინდივიდუალური მატჩი ხვალ, 2 ივნისს აქვს ჩანიშნული. ნიკოლოზი მეორე წრეში  მსოფლიოს 97-ე ჩოგანს, 18 წლის ესპანელს, კარლოს ალკარასს შეხვდება. ქართულ-ესპანური დაპირისპირება თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები