როლან გაროსი: კალაშნიკოვამ წყვილთა თანრიგი გამარჯვებით დაიწყო!
Aa
Aa

როლან გაროსი: კალაშნიკოვამ წყვილთა თანრიგი გამარჯვებით დაიწყო!

სტარტი აიღო „როლან გაროსის“ ქალთა თანრიგმა წყვილებში, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ასპარეზობს. ამჯერად კალაშნიკოვა იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად თამაშობს, რომელიც WTA-ს რეიტინგის 82-ე ნომერი გახლავთ.

ქართულ/იაპონუერმა დუეტმა პირველ წრეში კალიანსკაია/კუზმოვას წყვილი მარტივად 6:2 6:3 დაამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. შეხვედრა 1 საათი და 10 წუთი გრძელდებოდა.

ოქსანა და ნაო შემდეგ წრეში ელენა ოსტაპენკოს და მონიკა ნიკულესკუს დაუპირისპირდებიან. მატჩი 4 ივნისს, თბილისის დროით 13:00-ით თარიღდება. ცნობისთვის, ოსტაპენკომ და ნიკულესკუმ კოსტიუკს და სასნოვიჩს მარტივად ორ სეტში 6:3 6:0 აჯობეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები