შერმადინის 11 ქულა - ტენერიფე ნახევარფინალშია!
დასრულდა ACB ლიგის პლეი-ოფის მეორე შეხვედრა „სან პაბლო ბურგოსსა“ და „ტენერიფეს“ შორის. გიორგი შერმადინის გუნდმა მარტივად 92:68 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27 წუთი და 18 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 11 ქულას, 3 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
ვიდორეტას გუნდს 20 ქულით, 3 მოხსნით და 9 პასით ბრაზილიელმა ჰუერტასმა ულიდერა. მაკფადენმა კი არასრულ 21 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
ცნობისთვის, „ტენერიფე“ ნახევარფინალში „ბარსელონას“ და „ბადალონას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. კატალონიელებმა პირველი შეხვედრა მოიგეს და ნახევარფინალთან ახლოს არიან.