ცუდი სტარტი - სამივე ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშნენ
Aa
Aa

ცუდი სტარტი - სამივე ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშნენ

უნგრეთში მიმიდნარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის ცუდად დაიწყო.

ტურნირის მეორე დღეს სამივე ძიუდოისტი ასპარეზობას პირველივე წრიდან გამოეთიშნენ.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაში მეორე წრეში მოლდოველ ვადიმ ბუნესკუსთან დამათებით დროში იპონით დამარცხდა.

რაც შეეხება 52 კოლოში გოგონებს ტატიანი ლევიცკა-შუკვანმა აზერბაიჯანელ გულტაჯ მამადალიევთან წააგო,ხოლო მარიამ ჯანაშვილმა მონღოლ სოსორბარამ ლხგვანსურენთან. 

საქართველოსთვის მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ განახლდება,სადაც ჩვენი სახელით ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი იასპარეზებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ 2 მედალი მოიპოვა. 2019 წელს საქართველოს ოქროს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა, რომელიც ამჯერად განაცხადში არ არის, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები