ბალახის სეზონი გაიხსნა - ბასილაშვილმა დასტინ ბრაუნი დაამარცხა!
საჩოგბურთო სამყაროში ახლა ყველაზე დიდ ყურადღებას „როლან გაროსი“ იწვევს, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის სხვა მატჩიც იქცევს ყურადღებას. ბალახის სეზონი დაიწყო, შტუტგარტში 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოდის.
ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ცნობილ დასტინ ბრაუნს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3 7:6 დაამარცხა.
პირველ სეტში ნიკოლოზი დომინირებდა. 5:0-საც იგებდა, თუმცა თავისი ერთი ჩაწოდება დათმო და სეტი 6:3 მოიგო.
მეორე სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დაინიშნა. ბასილაშვილმა ბრაუნი 7:4 დაამარცხა და მატჩი მოიგო. ცნობისთვის, ნიკოლოზი შტუტგარტში მე-5 ნომრად არის განთესილი.
ისტორიაში ეს მოთამაშეები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მომდევნო წრეში ბასილაშვილი მარინ ჩილიჩსა და რუდოლფ მოლეკერს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.