მსოფლიო ჩემპიონატი - შავდათუაშვილი ფინალში გავიდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - შავდათუაშვილი ფინალში გავიდა

უნგრეთში მიმიდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი კარიერის განმავლობაში ფინალში პირველად გავიდა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ოლიმპიური ჩემპიონი თურქ ბილალ ჩილოღლუს დაუპირისპიდა და მეტოქე დამატებით დროში დააამრცხა.

ოქროს მედლისთვის ბრძოლაში შავდათუაშვილი შვედ ძიუდოისტს ტომი მაციას შეხვდება.

ნახევარფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა სამ მეტოქეს პერუელ ალონსო ვონგს , ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასა და ებრაელ იონათან ელბაზს აჯობა.

ამავე წონაში ნუგზარ ტატალაშვილიც ასაპარეზობდა,რომელიც მეორე წრეში რუმინელ ადრიან სულკასთან დამარცხდა. პირველ წრეში კი ტატალაშვილმა ბელარუსი ვაძიმ შოკას მოუგო.

დღესვე ბუდაპეშტის ტატამზე ეთერი ლიპარტელიანი გამოვიდა,რომელიც მსაჯების შეცდომის გამო მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობა. 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე განახლდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები