„ბედნიერი ვარ საქართველოს ჰიმნი რომ ავაჟღერე
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ საქართველოს ჰიმნი რომ ავაჟღერე" - შავდათუაშვილის პირველი კომენტარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჩვენებურმა ფალავანმა განაცხადა, რომ მიღწეული წარმატებითა და უნგრეთში საქართველოს ჰიმნის აჟღერებით ბედნიერია.

„მინდა, ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ძიუდოს ძალიან დადებითი ემოციები მოაქვს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად ვცდილობ, რომ ბოლომდე დავიხარჯო და მაქსიმუმი გავაკეთო. მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე და ქართული დროშა ავაფრიალე.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს რაც შეეხება, არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. ბედნიერი ვარ, რომ მესამე ოლიმპიადაზე მონაწილეობის შანსი მაქვს და გამარჯვებისთვისა და შედეგისთვის ვიბრძოლებ“.

შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილი ქართული ძიუდოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელიც ფლობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონის, ისე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ტიტულს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები