უეფას ვერდიქტი - უკრაინის ნაკრების ფორმაზე წარწერა „დიდება გმირებს“ აღარ იქნება
Aa
Aa

უეფას ვერდიქტი - უკრაინის ნაკრების ფორმაზე წარწერა „დიდება გმირებს“ აღარ იქნება

რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიერ გაგზავნილი მოთხოვნის შემდეგ, უეფამ უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ფორმასთან დაკავშირებით, რომლითაც ანდრეი შევჩენკოს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინელთა მაისურზე დატანილია რუკა, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს მოიცავს და ორი სლოგანი. პირველი - „დიდება უკრაინას“, მეორე - „დიდება გმირებს.

რუსული გამოცემა, Championat.com უეფას კორესპონდენტზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მაისურზე დატანილი რუკა უეფას წესებს არ არღვევს, რადგან გაერო აღიარებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობაშია. სლოგანი, „დიდება უკრაინას“ მაისურზე დარჩება, რადგან შესაძლებელია, მას აპოლიტიკური დატვირთვა მივაკუთვნოთ. აი, მეორე წარწერას რაც შეეხება, უკრაინელებს მისი მოშორება მოუწევთ. Championat-ის მიხედვით, „დიდება გმირებს“ აშკარა პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები