მბაპე პირველია, რონალდუ - 115-ე - Transfermarkt-მა ფეხბურთელთა ფასები განაახლა
Aa
Aa

მბაპე პირველია, რონალდუ - 115-ე - Transfermarkt-მა ფეხბურთელთა ფასები განაახლა

გერმანულმა პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა. პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე იკავებს, რომლის ღირებულებაც, 160 მილიონი ევრო გახლავთ.

ფრანგ ახალგაზრდას „დორტმუნდის“ ფეხბურთელი, ერლინგ ჰოლანდი მოსდევს, რომელსაც Transfermarkt 130 მილიონ ევროდ აფასებს, მესამე პოზიციაზე კი „ტოტენჰემის“ ლიდერი, ჰარი კეინი იმყოფება - 120 000 მილიონი ევრო.

მე-4 და მე-8 ადგილებს ჯეიდონ სანჩო, მოჰამედ სალაჰი, რომელუ ლუკაკუ, კევინ დე ბრუინი და ნეიმარი იყოფენ. თითოეული მათგანის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა. მე-9 ფრენკი დე იონგი გახლავთ, ხოლო მეათე - ბრუნო ფერნანდესი.

აღსანიშნავია, რომ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო ასეულშიც ვერ მოხვდა. პორტუგალიელის ღირებულება 45 მილიონი ევროა და იგი 115-ე პოზიციას იკავებს. ლიონელ მესის რაც შეეხება, „ლა პულგა" 22-ეა - 80 მილიონი ევრო.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ Transfermarkt-ი „ინსტაგრამზე“ დაბლოკა. არის მოსაზრება, რომ პორტუგალიელის სატრანსფერო ფასმა მისი აღშფოთება გამოიწვია და რონალდუმ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები