უმედლო დღე - ღვინიაშვილი და ჭანტურია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ
Aa
Aa

უმედლო დღე - ღვინიაშვილი და ჭანტურია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ

უნგრეთში მიმიდნარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვიალმა და მარიამ ჭანტურიამ თავიანთი შეხვედრები წააგეს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიიის მეორე წრეში ღვინიაშვილი შვეიცარიელ სირილ გროსკლაუს დაუპირისპირდა და აკრძალული ილეთის გამო დამარცხდა.

მარიამ ჭანტურია კი მსოფლიო ჩემპიონატს ასევე მეორე წრეში დაემშვიდობა. ჭანტურიამ გერმანელ მირიამ ბუტკერიტთან წააგო.

მარიამმა პირველ წრეში ულამაზესი გდებით გაბონელ კერენე აგონო ვორას მოუგო.

მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ განახლდება და საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე იასპარეზებენ.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია. მსოფლიო ჩემპიონი 73 კილოში ლაშა შავდათუაშვილი გახდა, ხოლო 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები