რონალდუსთვის 30 მილიონის გადახდის სურვილი არავის აქვს
Aa
Aa

რონალდუსთვის 30 მილიონის გადახდის სურვილი არავის აქვს

კრიშტიანუ რონალდუს სატრანსფერო საგა მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო თემა იქნება. როგორც ცნობილია, პორტუგალიელს ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არ აქვს, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

Sky Sport Italia-ს ცნობით, რონალდუს გუნდში დარჩენის მხოლოდ ერთი შანსი არსებობს - თუ, ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, რონალდუს სავარაუდო მსურველებად პსჟ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ სახელდებოდა, თუმცა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ამ მომენტისთვის ევროპაში არცერთი კლუბი არ არის მზად, რომ რონალდუს წლიურად 30 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კრიშტიანუს ერთადერთი გზა რჩება - შეიმციროს ხელფასი. ასეთ შემთხვევაში მისი „იუვენტუსში“ დარჩენა რეალური იქნება და სურვილის შემთხვევაში მისი გაფორმება სხვა კლუბებსაც შეეძლებათ.

რონალდუსთვის პრობლემა ასაკია. პორტუგალიელი 36 წლის გახდა და ნელ-ნელა მცირდება იმ კლუბების რიცხვი, რომლებიც მისთვის მაღალი ხელფასის გადახდას მოისურვებენ.

ბოლოს კი გეტყვით, რომ კრიშტიანუს აგენტი ჟორჟე მენდეში დღეს მილანში შენიშნეს, სადაც „ინტერისა“ და „ფიორენტინას“ წარმომადგენლებს შეხვდა. ადგილზე „იუვენტუსიდან“ არავინ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები