ბასილაშვილის მარცხი - ქართველმა ჩოგბურთელმა ჩილიჩთან წააგო
Aa
Aa

ბასილაშვილის მარცხი - ქართველმა ჩოგბურთელმა ჩილიჩთან წააგო

საჩოგბურთო სამყაროში ახლა ყველაზე დიდ ყურადღებას „როლან გაროსი" იქცევს, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის სხვა გათამაშებაც საინტერესოა.

შტუტგარტში მიმდინარე 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობდა.

ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 6:3 6:2 დამარცხდა. 

მატჩის დროს ბასილაშვილმა 4 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა პირველ წრეში ცნობილ გერმანელ ჩოგბურთელს დასტინ ბრაუნს 6:3 7:6 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები