2 გამარჯვება პორტუგალიაში - ბოლქვაძე მეოთხედფინალშია
Aa
Aa

2 გამარჯვება პორტუგალიაში - ბოლქვაძე მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში ჰარდის საფარზე ასპარეზობს. 23 წლის სპორტსმენმა მერვედფინალში გამარა მარტინსი არ დაინდო და ორ სეტში 6:3 6:1 დაამარცხა.

პირველ წრეში კი ბოლქვაძემ ასევე ორ სეტში რეიტინგის 310-ე ნომერი იაპონელი აკიკო ომაე 6:4 6:1 დაამარცხა.

მეოთხედფინალში, რომელიც 11 ივნისით თარიღდება, მარიამის მეტოქე ფრანგი ჯესიკა პონშე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 208-ე ადგილზე იმყოფება. პორტუგალიის ტურნირის დაწყებამდე კი ქართველი ჩოგბურთელი 211-ე ადგილს იკავებდა. დაგროვებული ქულების შედეგად მარიამი 3 პოზიციით დაწინაურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები