„ბარსას გასაწვრთნელად მზად ვარ, მესი მსოფლიოში საუკეთესოა
Aa
Aa

„ბარსას გასაწვრთნელად მზად ვარ, მესი მსოფლიოში საუკეთესოა" - ამბობს ჩავი

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჩავიმ „ბლაუგრანას“ შესაძლო ჩაბარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „ბარსას“ გაწვრთნა მისი ოცნებაა, თუმცა დასძინა, რომ ყატარში თავს ბედნიერად გრძნობს.

„ორი წელია მწვრთნელი ვარ და ლაპორტასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. კლუბმა კუმანთან კონტრაქტის გაგრძელება აირჩია და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ყოველთვის ვიცი ბარსელონა რას აკეთებს და მისი გულშემატკივარი ვარ, თუმცა ბოლო 3-4 თვის განმავლობაში კლუბის ხელმძღვანელებს ჩემთან კონტაქტი არ ჰქონიათ და არავინ დამკავშირებია.

არ ვიცი, ბარსელონას ჩაბარების მომენტი როდის დადგება. შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ, მაგრამ არ ვჩქარობ და იმედი მაქვს, კლუბისგან წინადადებას მივიღებ. ბარსას გაწვრთნა ჩემი ოცნებაა და ამისთვის მზად ვარ. ვიცი, რომ არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ასე არაა, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ. კლუბს, ფეხბურთელებსა და გუნდში არსებულ გარემოს კარგად ვიცნობ, მაგრამ კუმანს ყველა უფლება აქვს, რომ მუშაობა გააგრძელოს.

მესის რაც შეეხება, ვფიქრობ, იგი კამპ ნოუზე დარჩება, მაგრამ გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. იგი ბარსელონას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და როგორც კულეს, იმედი მაქვს, რომ ბარსელონას არ დატოვებს. მესის გაწვრთნა უდიდესი პრივილეგია იქნებოდა. ლეოსთან მუშაობა ვის არ უნდა? იგი კვლავინდებურად ნომერ პირველია და წამის მეათედში თამაშის შემოტრიალება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ლაპორტამ კუმანს ნდობა 1 წლით გამოუცხადა, თუმცა კონტრაქტის პირობები შეიცვალა. ნიდერლანდელ სპეციალისტს ხელფასი შეუმცირდა, თუმცა გაიზარდა საბონუსე სისტემა, რომელიც გამარჯვებების შემთხვევაში ავტომატურად ამოქმედდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები