იუვენტუსის გეგმა: რემზი უკან არსენალში, ბელერინი ტურინში
Aa
Aa

იუვენტუსის გეგმა: რემზი უკან არსენალში, ბელერინი ტურინში

ჰექტორ ბელერინის ლონდონური კარიერა რბილად, რომ ვთქვათ სახარბიელო აღარ არის. ესპანელ მარჯვენა მცველს ტრავმები აწუხებდა, თუმცა დაზიანების მოშუშების შემდეგ თამაში ფაქტიურად არ უწევდა.

გამოცემა AS წერს, რომ ბელერინით „ატლეტიკო“, „ბეტისი“ და „იუვენტუსი“ ინტერესდებიან, თუმცა ყველაზე სერიოზული დაინტერესება ტურინული გრანდიდან მოდის. „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ „მეთოფეებს“ ჰექტორი აარონ რემზიში გაუცვალონ.

ტურინში უელსელი ნახევარმცველის ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან და მისი გუნდიდან გაშვება უნდათ. შეგახსენებთ, რომ რემზი იტალიურ გრანდში სწორედ „არსენალიდან“ გადავიდა.

ბელერინი „არსენალში“

26 წლის ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს 2012 წელს შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში აქტიურად 2014 წლიდან ასპარეზობს. დღემდე ჰექტორმა „არსენალის“ მაისური 239-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები