ევრო 2020: კახა ცხადაძემ მთავარი ფავორიტები დაასახელა
Aa
Aa

ევრო 2020: კახა ცხადაძემ მთავარი ფავორიტები დაასახელა

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი, ევროპის ჩემპიონატი, გასულ წლის, 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო მიმდინარე, 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი სახელს არ იცვლის და ორგანიზებული კვლავ ევრო 2020-ის სახელით იქნება.

მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესახებ „დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ისაუბრა და ფავორიტი დაასახელა.

ცხადაძე ევრო 2020-ის ფავორიტზე:

საფრანგეთმა ბენზემა დაიბრუნა და მათმა შეტევითმა პოტენციალმა ძალიან დიდი პროცენტით მოიმატა, ამიტომ ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სწორედ საფრანგეთი იქნება.

ძალიან კარგად მუშაობს ესპანეთის ნაკრებიც. ბოლო დროს შედეგით ვერ გამოირჩევა გერმანია, მაგრამ მათ ერთი ნიუანსი გამოარჩევთ - ყველა ტურნირს სერიოზულად უდგებიან. შესაბამისად, არც გერმანიის გამოტოვება შეიძლება".

ევროპის ჩემპიონატი სტარტს დღეს, საღამოს აიღებს. გახსნითი მატჩი თურქეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის შედგება და თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

ფოტო: „დინამო" თბილისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები