ბოლქვაძის ზედიზედ მესამე გამარჯვება - ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალშია
Aa
Aa

ბოლქვაძის ზედიზედ მესამე გამარჯვება - ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალშია

მონტემორ-უ-ნოვუში მარიამ ბოლქვაძემ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალურ ეტაპზე 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 260-ე ჩოგანს, ფრანგ ჯესიკა პონშეს დაუპირისპირდა და ორ სეტში ძალიან დამაჯერებლად სძლია (6:3, 6:1).

აღნიშნულ ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ სამი შეხვედრა გამართა. ფრანგთან გამარჯვებამდე ჯერ იაპონელი აკიკო ომაე დაამარცხა (6:4, 6:1), შემდეგ კი ბრაზილიელი ინგრიდ გამარა მარტინში (6:3, 6:1).

ბოლქვაძე ნახევარფინალურ მატჩს 12 ივნისს გამართავს. მისი მეტოქე 21 წლის იაპონელი მაი ჰონტამა იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში თანამემამულე იურიკო მიაზაკი გამოთიშა ასპარეზობიდან (2:6, 3:6).

ამ მომენტისთვის მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 221-ე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები