Aa
Aa

"ის საუკეთესო კაპიტანია" - კროოსი რამოსზე

ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად იწერება, რომ რამოსი მადრიდის „რეალს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. ესპანელ უკანახაზელს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. ამასთან დაკავშირებით ტონი კროოსმა ისაუბრა.

რა თქვა კროოსმა?

„არ ვიცი რა ხდება კლუბსა და რამოსს შორის. სერხიო უდიდესი პროფესიონალი და საუკეთესო თანაგუნდელია. მასთან ერთად თამაშით ვტკბები. იმედი მაქვს ამის შესაძლებლობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მექნება.

საბოლოო ჯამში სხვას ვერაფერს ვიტყვი. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ რამოსი ძალიან კარგი ადამიანი და საუკეთესო კაპიტანია ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია.“

რამოსი , „რეალი“ და სხვა კლუბები

როგორც უკვე მოგახსენეთ სერხიოს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მისით სხვადასხვა ევროპული გრანდები ინტერესდებიან, მათ შორის „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ ჟერმენი.“

Daily Mail-ი esRadio-ზე დაყრდნობით, დღეს სერხიოს ყოფილმა გუნდმა „სევილიამ“ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

როგორც მოგეხსენებათ, რამოსი ანდალუსიელთა აღზრდილია და კლუბის აკადემიაში 1996 წელს ჩაირიცხა. შემდეგ „სევილია“ ბ-ს წევრი იყო, ხოლო 2004-05 წლების სეზონში პირველ გუნდში გადავიდა, სადაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და მადრიდის „რეალის“ ყურადღება მიიპყრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები