გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში - კრეიჩიკოვა საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია
Aa
Aa

გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში - კრეიჩიკოვა საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია

ქალთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვაა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა დაამარცხა.

ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, 25 წლის კრეიჩიკოვამ პირველი სეტი 6:4 მოიგო, თუმცა მეორე სეტი რუსის გამარჯვებით 2:6 დასრულდა. მესამე სეტში კრეიჩიკოვამ უპირატესობა დაიბრუნა და მეტოქეს 6:1 სძლია.

კრეიჩიკოვამ ფინალისკენ მიმავალ გზაზე კრისტინა პლიშკოვა, ეკატერინა ალექსანდროვა, ელინა სვიტოლინა, სლოან სტივენსი, კოკო გაუფი და მარია საკარი დაამარცხა. რაც შეეხება ანასტასია პავლიუჩენკოვას, მან კრისტინა მაკჰეილის, აილა ტომლიანოვიჩის, არინა საბალენკას, ვიქტორია აზარენკას, ელენა რიბაკინასა და ტამარა ზიდანსეკის ბარიერი წარმატებით დაძლია.

25 წლის კრეიჩიკოვასთვის კარიერაში პირველი მოგებული გრანდ სლემია. კრეიჩიკოვა და პავლიუჩენკოვა ფინალში პირველად გავიდნენ, ფინალში კი უფრო მაღალი დონის თამაში 25 წლის ჩეხმა აჩვენა.

ამ მომენტისთვის პავლიუჩენკოვამ მსოფლიოს 32-ე ჩოგანია, ხოლო კრეიჩიკოვა 33-ე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები