4 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - ზაალიშვილმა ბრინჯაოს შეხვედრა დათმო
Aa
Aa

4 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - ზაალიშვილმა ბრინჯაოს შეხვედრა დათმო

უნგრეთში მიმიდნარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედალის შეხვედრა დათმო.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიის ბრინჯაოს შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა უკრაინელი იაკივ ხამოსთან იპონით წააგო.

ბუდაპეშტის ტატამზე გელა ასევე ნახევარფინალში რუს ტამერლან ბაშაევთან იპონით დამარცხდა.

ნახევარფინალამდე კი მან სენეგალელ მბანიკ ნდაიე, ავსტრიელ დანიელ ალერსტოფერსა და ნედერლანდელ როი მეირს აჯობა.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციამ მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ გუნდური ასპარეზობით დასრულდება. პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრები კუბას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები