ექიმის კომენტარი:
Aa
Aa

ექიმის კომენტარი: "ერიკსენი სუნთქავდა, თუმცა მალევე პულსი დაიკარგა"

კრისტიან ერიკსენის ამბავმა მთელი საფეხბურთო (და არამარტო) სამყარო შეძრა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და დანიელი ამჟამად სტაბილურადაა.

დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოესენმა ამ ინციდენტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ერიკსენის ოჯახს ველაპარაკე. საუბრის დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რაც ყველამ ნახეთ. როდესაც კრისტიანი დაეცა მოედანზე გვიხმეს. უშუალოდ მომენტი არ დამინახავს, მაგრამ ნათელი იყო, რომ იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როცა მასთან მივედით პულსი ესინჯებოდა და სუნთქავდა კიდეც, თუმცა მალევე პულსი დაიკარგა და სიტუაცია გაუარესდა. მაშინვე დავიწყეთ კარდიოპულმონარული რეანიმაცია, რის შემდეგაც საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

ერიკსენი ჰოსპიტალში გადაყვანამდე მესაუბრა“.

შეგახსენებთ, რომ ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ერიკსენის მდგომარეობა გაუმჯობესდა მან და საუბარიც შეძლო. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანიამ მატჩის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მათთვის საჭირო მოტივაციისა და ენერგიის პოვნა იმ მომენტში ურთულესი გახლდათ. საბოლოოდ შეხვედრა ფინელებმა 1:0 მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები