„შეიძლებოდა, კენჭისყრაში მეტად გაგვმართლებოდა, მაქსიმუმს გავიღებთ
Aa
Aa
15 ივნისი 2021  |  17:47

„შეიძლებოდა, კენჭისყრაში მეტად გაგვმართლებოდა, მაქსიმუმს გავიღებთ" - ლუკა გუგეშაშვილი

მიმდინარე წლის, 2021 წლის ზაფხულიდან ახალი ევროპული ტურნირის შექმნაა გეგმაში. გათამაშებას კონფერენს ლიგა ჰქვია და ის ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ანალოგი იქნება.

ახალი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება გორის დილა", რომელმაც საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ „დილა'' ევროპულ ტურნირზე პირველად იასპარეზებს.

კონფერენს ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდრეი დემჩენკოს გუნდის მეტოქე სლოვაკური „ჟილინა" იქნება.

CrystalSport-ი გორის დილას" მეკარეს, ლუკა გუგეშაშვილს დაუკავშირდა და ევროტურნირების კენჭისყრის შეფასება სთხოვა.

ლუკა გუგეშაშვილი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე

„როგორც მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგაზე „ჟილინა" შეგვხვდა, რომელიც სლოვაკეთის ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული გუნდია. შეიძლებოდა, კენჭისყრაში მეტად გაგვმართლებოდა და შედარებით მარტივი მეტოქე შეგვხვედროდა, მაგრამ არაუშავს, მაქსიმუმს გავაკეთებთ ეს ეტაპი რომ გავიაროთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

ჩემი ყოფილი გუნდელები „ჟილინაში" თამაშობენ და მცირე ინფორმაციებს ვფლობ. ვიცი, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ახალგაზრდა გუნდია.

ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ, ვნახოთ, დანარჩენს მატჩები აჩვენებს".

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება. როგორც ცნობილია, ანდრეი დემჩენკოს გუნდი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარი კონფერენს ლიგას 2021-2024 წლამდე იხილავს, ხოლო UEFA ტურნირის გაგრძელების შესახებ შემდეგ იმსჯელებს. ტურნირის მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება, ფინალი კი 2022 წლის მაისში შედგა. გადამწყეტ მატჩს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები