Aa
Aa

"რთული თამაში იქნება" - მანჩინი შვეიცარიასთან მატჩამდე

ევროპის ჩემპიონატი გახურდა. მეორე ტური იწყება და იტალია ამჯერად შვეიცარიას ეთამაშება. მატჩის წინ, იტალიელთა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა მანჩინიმ?

„შვეიცარიასთან მატჩი რთული იქნება. მათ ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებმაც კარგად იციან როგორ ითამაშონ მაღალ დონეზე. მწვრთნელი კი საკმაოდ გამოცდილი ჰყავთ.

ვფიქრობ, ერთადერთი ეჭვი ტოლოის და დი ლორენცოს თამაშზე მაქვს. მათ მცირე დაზიანება აქვთ.

მარკო ვერატი ბოლო დღეებში გუნდთან ერთად ვარჯიშობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერ კიდევ ორი ვარჯიშია დარჩენილი და საკმარისი დრო გვაქვს დასკვნების გამოსატანად.“

შეგახსენებთ, რომ იტალიამ ევრო 2020 თურქეთთან მატჩით დაიწყო და 3:0 გაიმარჯვა. მანჩინის გუნდიდან თავი იმობილემ და ინსინემ გამოიჩნეს. ერთი გოლი კი დემირალმა გაიტანა საკუთარ კარში. ცნობისთვის, იტალიის და შვეიცარიის დაპირისპირება 16 ივნისს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები