რუდიგერმა პოგბას უკბინა - მსაჯს ეს გამორჩა
Aa
Aa

რუდიგერმა პოგბას უკბინა - მსაჯს ეს გამორჩა

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიას გერმანიაში დაუპირისპირდა და ჰუმელსის ავტოგოლის წყალობით 1:0 დაამარცხა. „მამლებმა“ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი ტაიმის მიწურულს კი მეტად საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მატჩის მთავარ არბიტრს გამორჩა.

44-ე წუთზე, იმ დროს, როდესაც მოვლენების ცენტრში ანტონიო რუდიგერი არ იმყოფებოდა, გერმანელმა მცველმა პოლ პოგბას ზურგზე უკბინა. „იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, რა თქმა უნდა, მომხდარის შესახებ პროტესტი გამოთქვა, თუმცა ამას ყურადღება არავინ მიაქცია. ვინ იცის, მსაჯს, რომ დაენახა რა სანქციები მოჰყვებოდა რუდიგერის ამ ქმედებას.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაისა და იტალიის მატჩს დროს, ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა. ამის გამო კი „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი 9-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები