ფელიქსი, ოიარსაბალი და კეინი - სიტი ზაფხულში 2-3 ხმაურიან ტრანსფერს გაჩარხავს
Aa
Aa

ფელიქსი, ოიარსაბალი და კეინი - სიტი ზაფხულში 2-3 ხმაურიან ტრანსფერს გაჩარხავს

„მანჩესტერ სიტი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება და შესაძლოა, 2-3 ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხოს. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, „ქალაქელები“ ჟოაო ფელიქსს, მიკელ ოიარსაბალსა და ჰარი კეინს უმიზნებენ.

ამ ეტაპზე, გუარდიოლას გუნდის მთავარი სამიზნე კვლავინდებურად ჰარი კეინია. თუ „ტოტენჰემთან“ შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდა, „სიტი“ ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება და რომელუ ლუკაკუსა და ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას შეეცდება.

ფელიქსსა და ოიარსაბალს რაც შეეხებათ, „ქალაქელები“ მათ მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გუარდიოლას ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ მანჩესტერელებს მის შესაძენად სერიოზული თანხის გაღება მოუწევთ. „როხიბლანკოს“ საკუთარ რიგებში ბერნარდუ სილვას ხილვა სურს, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ სილვასა და ფელიქსის შესაძლო ბარტერს კატეგორიულად გამორიცხავენ.

ბრიტანული პრესის ცნობით, პეპ გუარდიოლა დარწმუნებულია, რომ ზაფხულში მისი გუნდი 2-3 ხმაურიან ტრანსფერს გაჩარხავს და შემადგენლობის გასაძლიერებლად უკან არაფერზე დაიხევს. როგორც მოგეხსენებათ, ზემოთ ხსენებული ტრიოს გარდა, „სიტის“ ლაუტარო მარტინესს უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები