„შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს
Aa
Aa

„შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს" - გაგრას კაპიტანი კონფერენს ლიგაზე

მიმდინარე წლის, 2021 წლის ზაფხულიდან ახალი ევროპული ტურნირის შექმნაა გეგმაში. გათამაშებას კონფერენს ლიგა ჰქვია და ის ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ანალოგი იქნება.  გულშემატკივარი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იხილავს ლიგა 2-ის წარმომადგენელ „გაგრას", რომელმაც საქართველოს თასის ფინალში „სამგურალი" დაამარცხა (პენ. 3:5) და ევროზონაში მოხვდა.

ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგა კირკიტაძის გუნდი მონტენეგროს წარმომადგენელ „სუტიესკას" დაუპირისპირდება.

CrystalSport-ი „გაგრას" კაპიტანს, ვასილ ხოსიტაშვილს დაუკავშირდა და კენჭისყრის შეფასება სთხოვა.

გაგრას კაპიტანი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე

კონკრეტული გუნდის მოლოდინი არ გვქონია, თუმცა მოლოდინი მართლაც დიდი იყო იმის, თუ რომელი გუნდი შეგვხვდებოდა. რა თქმა უნდა, მიზანი ღირსეული თამაშია, რადგან ევროტურნირებზე შენი ქვეყნის სახელით თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ვფიქრობ, ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს, დანარჩენს ერთად ვნახავთ.

გუნდში იდეალური განწყობაა.

ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით, ჩემპიონატზე (ლიგა 2) ვართ ორიენტირებულნი, შემდეგ კი სრულად გადავერთვებით ევროტურნირებზე".

გასულ წელს გაგა კირკიტაძის „გაგრამ'' ევროპულ ტურნირზე თამაშის უფლება ისტორიაში მეორედ მოიპოვა. 2011/12 წლების სეზონში „გაგრამ" ევროპულ ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და  ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ანორთოსისის" ბარიერი ვერ დაძლია.

გულშემატკივარი კონფერენს ლიგას 2021-2024 წლამდე იხილავს, ხოლო UEFA ტურნირის გაგრძელების შესახებ შემდეგ იმსჯელებს. მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება, ფინალი კი 2022 წლის მაისში შედგა. გადამწყეტ მატჩს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს.

ფოტოები: საფეხბურთო კლუბი „გაგრა"/საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები