პოგბა რუდიგერის კბენაზე -
Aa
Aa

პოგბა რუდიგერის კბენაზე - "ამის გამო ტირილს არ დავიწყებ"

გერმანიისა და საფრანგეთის შეხვედრის 44-ე წუთზე, როდესაც მოვლენების ცენტრში ანტონიო რუდიგერი არ იმყოფებოდა, გერმანელმა მცველმა პოლ პოგბას ზურგზე უკბინა. „იუნაიტედის“ ნახევარმცველმა რა თქმა უნდა, მომხდარის შესახებ პროტესტი გამოთქვა, თუმცა ამას ყურადღება არავინ მიაქცია.

დღეს ფრანგმა შუახაზელმა ამ ინციდენტის შესახებ ისაუბრა:

„ჩვენ მეგობრები ვართ, ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. არაფერი საშინელი არ მომხდარა. ყველაფერი უკვე წარსულშია.

ამის გამო ყვითელი ან წითელი ბარათის მოთხოვნით ტირილს ნამდვილად არ დავიწყებ. მგონი, მან ოდნავ მიკბინა. მე ეს ვიგრძენი და მსაჯს ვუთხარი. არბიტრმა გადაწყვტილება მიიღო და მან ეს არ გააკეთა.

რუდიგერს ბარათი არ მიუღია და ეს უკეთესია. ვფიქრობ, ამის გამო მან დისკვალიფიკაცია არ უნდა მიიღოს“. - თქვა პოგბამ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაისა და იტალიის მატჩს დროს, ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა. ამის გამო კი „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი 9-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა გერმანიას მიუნხენში მატს ჰუმელსის ავტოგოლით 1:0 მოუგო და „ბუნდესმანშაფტი“ ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ისტორიაში პირველად დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები