Aa
Aa

"იუვენტუსმა" შესაძლოა სანჩესი გაიფორმოს!

რამდენიმე საათის წინ, ბრიტანულმა გამოცემა "Mirror"-მა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. საქმე ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელ ალექსის სანჩესს ეხება, რომლის შეძენითაც ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

ჩილელ ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევრით აკავშირებს, თუმცა მის გახანგრძლივებაზე სანჩესმა უარი განაცხადა. "იუვენტუსი" კი ფეხბურთელის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და მის ხელში ჩასაგდებად შესაფერის მომენტს ელოდება.

როგორც ზემოთ ხსენებული წყარო იუწყება, ტურინული გრანდი ალექსისს კვირაში 250 000 გირვანქა სტერლინგს (293 000 ევრო) სთავაზობს. ხოლო იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ "არსენალს" ასეთი ხელფასის გადახდა ჩილელი ფეხბურთელისთვის არ შეუძლია, დიდი ალბათობით სანჩესი "იუვენტუსის" წინადადებას უნდა დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები