ბექაურის ტრავმის სიმძიმე - დაზიანებულია კუნთი, სახსარი და მყესი
Aa
Aa

ბექაურის ტრავმის სიმძიმე - დაზიანებულია კუნთი, სახსარი და მყესი

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა და ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბუდაპეშტში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს ლაშა ბექაურმა ტრავმა მიიღო, რომლის სიმძიმეც ცნონილი ჯერ-ჯერობით, არ იყო. ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, სამედიცინო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზად იყოს.

ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ტრავმაზე

„ვითვალისწინებთ დიდ ინტერესს ლაშა ბექაურის ტრავმასთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ მას 2 კვლევა ჩაუტარდა: მაგნიტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია. ექიმთა კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ სრულყოფილი სურათისთვის საჭირო იყო ყველანაირი კვლევა.

პროცესში ჩართული რამდენიმე ექიმია. მხარდაჭერა გვაქვს როგორც სპორტის სამინისტროდან, ისე ოლიმპიური კომიტეტიდან და ჯანდაცვის სამისტროდან. ყველა ექიმი მობილიზირებულია, რათა ის ტრავმები, რომელიც ბექაურს აქვს, მაქსიმალურად მოკლე დროში მოშუშდეს. 

ტრავმების შესახებაც მოგახსენებთ - დაზიანებულია კუნთი, სახსარი და მყესი. ყველაფერი კეთდება, ანთება და შეშუპება დროულად რომ ჩაქრეს.

მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ლაშა ბექაური საქართველოს ასახელებს”.


აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში (23 ივლისი - 8 აგვისტო) გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები