რინდერნეხი დამარცხებულია - ბასილაშვილი მეოთხედფინალშია!
საჩოგბურთო სამყაროში ბალახის სეზონის დრო დადგა. ჰალეს საკმაოდ პრესტიჟულ 250-ქულიანი კატეგორიის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი არტურ რინდერნეხს დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:2 6:4 დაამარცხა.
პირველ სეტში ნიკოლოზმა მეტოქე პირველივე გეიმში დააბრეიკა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 4:2 იყო, ქართველმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა 5:2 დააფიქსირა და სეტზე ჩააწოდა. ბასილაშვილმა პირველი სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მეორე სეტი ფრანგმა აქტიურად დაიწყო და ბასილაშვილის ჩაწოდება მოიგო. ანგარიშ 2:0 გახდა, თუმცა ნიკოლოზმა უკუ ბრეიკი უმალ შეასრულა და თამაშში დაბრუნდა. ამის შემდეგ მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად თამაშობდნენ, თუმცა 5:5-ის დროს ქართველმა ჩოგბურთელმა კიდევ 1 ბრეიკის შესრულება მოახერხა და მატჩზე ჩააწოდა.
საბოლოოდ საქართველოს პირველმა ჩოგანმა გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ აფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.