ჰარისი დამარცხებულია - ბასილაშვილი ჰალეს ნახევარფინალში გავიდა!
Aa
Aa

ჰარისი დამარცხებულია - ბასილაშვილი ჰალეს ნახევარფინალში გავიდა!

საჩოგბურთო სამყაროში ბალახის სეზონის დრო დადგა. ჰალეს საკმაოდ პრესტიჟულ 250-ქულიანი კატეგორიის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ აფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 2 სეტში 6:4 7:6 დაამარცხა. გამარჯვებით ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.

პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დომინირებდნენ, თუმცა იმ დროს, როდესაც ნიკოლოზი 5:4-ს იგებდა და ჰარისი აწვდიდა, ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.

მეორე სეტში სცენარი არ შეცვლილა, თუმცა ამჯერად ბრეიკი სამხრეთ აფრიკელმა ჩოგბურთელმა შეასრულა და სეტზე ჩააწოდა. ბასილაშვილმა ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინა და უკუ ბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ მატჩი ტაი-ბრეიკში გადავიდა და ნიკოლოზი აქაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. დამატებითი ტაიმი ბასილაშვილმა 7:5 მოიგო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნახევარფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება. ეს ჩოგბურთელები აქამდე 4-ჯერ შეხვდნენ და ორივე მათგანი 2-2 გამარჯვებით იწონებს თავს.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ბასილაშვილი ATP-ის ცოცხალ რეიტინგში 1985 ქულა აქვს და 27-ე ადგილზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები