ევროპის ჩემპიონატი: დღეს, ოქროს მედლებისთვის 2 ქართველი იჭიდავებს
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: დღეს, ოქროს მედლებისთვის 2 ქართველი იჭიდავებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრებს - ანრი ფუტკარაძეს (65 კგ) და აჩიკო ბოლქვაძეს (80 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის მხოლოდ ერთი, ფინალური გამარჯვება აშორებთ.

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპირველობის პირველი საჭიდაო დღე წაუგებლად დაასრულეს და დღეს, საღამოს გადამწყვეტი, ფინალური ბრძოლები ელით. ფუტკარაძე ფინალში უკრაინის ნაკრების წევრ იმედ ხუნდაძეს დაუპირისპირდება, ბოლქვაძის მეტოქე კი მოლდოველი მიხაი გუტუ იქნება.

დღესვე, დილიდან ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: ანრი ხოზრევანიძე (45 კგ), თამაზ ღლონტი (51 კგ), რატი ხოზრევანიძე (60 კგ), თორნიკე მიქელაძე (71 კგ) და გორ აივაზიანი (92 კგ).

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები