გრან პრი - პარაძიუდოისტების ორი ოქროს მედალი
Aa
Aa

გრან პრი - პარაძიუდოისტების ორი ოქროს მედალი

2021 წლის 19 ივნისს, დიდ ბრიტანეთში, სტარტი აიღო პარაძიუდოში უორიკის 2021 წლის გრან-პრის გათამაშებამ, რომელშიც საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მონაწილეობს.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სახელით ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და ბაჩუკი შელიამ იასპარეზეს.

გრან პრის გამარჯვებულები კი ზურაბ ზურაბიანი და გიორგი ქალდანი გახდნენ.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ზურაბ ვენესუელელი მარკოს ბლანკო იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. 

ფინალამდე ქართველმა პარაძიუდოისტმა ყირგიზ ტემირლან აბდიკარიმოვსა და ესპანელ დანიელ ლუის გალივან ლორენცოს აჯობა.

73 კილოში კი ფინალურ დაპირისპირებაში გიორგი ქალდანმა უზბეკი ფერუზ საიდოვს იპონუთ მოუგო.

საჩემპიონო ბრძოლამდე პარაძიუდოისტმა არგნეტინელი ფაბიან როდოლფო რამირესი, უკრაინელი რუფატ მაჰომედოვი და ლიეტუველი ოსვალდას ბარეიკისი დაამარცხა.

ამავე წონაში კი ბრინჯაოს შეხვედრა ბაჩუკი შელიამ დათმო.

გრან პრი ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ლაშა ყიზილაშვილი და რევაზ ჩიკოიძე იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გრან-პრის გათამაშება,ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინასალიცენზიო ტურნირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები