ევროპის ჩემპიონატი - ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

ბულგარეთში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე აჩიკო ბოლქვაძემ ოქროს მედალი მედალი მოიპოვა.

80 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ბოლქვაძემ მოლდოველი მიჰაი გუტუ ანგარიშით 9:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ბოლქვაძემ ტურნირი რუმინელი ფლორინ იონუტ მანოლახესთან წმინდა მოგებით დაიწყო. მეოთხედფინალში ბელარუს მაქსიმ მასიუკევიჩს 4:2 სძლია, ხოლო ნახევრაფინალში სომეხ სევაკ ბაგრამიანს კვლავაც წმინდად, 9:0 სძლია.

სამწუხაროდ ვერცხლის მედალს ანრი ფუტკარაძე დასჯერდა. ფინალურ შეხვედრაში ახალაგაზრდა ქართველმა მოჭიდავემ  უკრაინის სახელით მოასპარეზე იმედა ხუჯაძესთან წააგო. 

ფუტკარაძემ ფინალამდე გზა საკმაოდ რთულად გაიარა. მან პირველ წრეში ბელარუსი ზახარ იანევიცი 3:2 დაამარცხა, გერმანელ ჰენრიკ როსს 7:5 სძლია, ხოლო ნახევარფინალში რუმინელ იოსიფ ალექსანდრუ იონესკუს 7:3 მოუგო.

ევროპის ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება და ოქროს მედლისთვის 51 კილოში თამაზ ღლონტი იჭიდავებს.

ბრინჯაოს მედლებისთვის კი ანრი ხოზრევანიძე და გორ აივაზიანი იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები