მიულერი გოსენსს: „გასაკვირი არაა, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე. შენ ხომ იტალიაში თამაშობ
Aa
Aa

მიულერი გოსენსს: „გასაკვირი არაა, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე. შენ ხომ იტალიაში თამაშობ"

პორტუგალიისა და გერმანიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რობინ გოსენსი გახდა. „ატალანტას“ მოთამაშემ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და „სელესაოს“ უკანახაზელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

გოსენსს მატჩი არ ჩაუმთავრებია და 62-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის შემდეგ, ამ საკითხზე მას თანაგუნდელი, ტომას მიულერი გაეხუმრა და უთხრა: „გასაკვირი არაა, რომ მხოლოდ 60 წუთი ირბინე. შენ ხომ იტალიის ჩემპიონატში თამაშობ“.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გოსენსს მიულერის ხუმრობაზე ჰკითხეს და 26 წლის ფეხბურთელმა განაცხადა: „დიახ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტომასი მოვიდა და მითხრა: „როგორ შეგიძლია მოედანი 60 წუთის შემდეგ დატოვო“? მე კი ვუპასუხე, რომ სჯობს კარგი 60 წუთი გქონდეს, ვიდრე ცუდი 90 წუთი. ამაზე ტომასს გაეცინა და ვფიქრობ, ამით ეს თემა ამოვწურეთ“.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ პორტუგალია 4-2 დაამარცხა და F ჯგუფის მეორე ადგილს იკავებს. „ბუნდესმანშაფტი“ მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს გამართავს და უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები