„დამირეკა-ანჟიში მივდივარ და ბარგი ჩაალაგეო
Aa
Aa

„დამირეკა-ანჟიში მივდივარ და ბარგი ჩაალაგეო"-მერებაშვილი გატუზოზე

ევრო 2020-თან დაკავშირებით CrystalSport-მა გულშემატკივარს ახალი გადაცემა („საგოლე გადაცემა") შესთავაზა. ევრო 2020-ის მაყურებელი ყოველდღიურად, CrystalSport-ის Facebook გვერდზე, საინტერესო სტუმრებს იხილავს.

CrystalSport-ის ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი გიორგი მერებაშვილი იყო. გამოცდილმა ნახევარმცველმა სხვადასხვა საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ჯენარო გატუზოსთან დაკავშირებით საინტერესო მოგონება გაიხსენა:

გატუზომ ოფი რომ დატოვა, რამდენიმე თვის შემდეგ გუნდიდან მეც წავედი. თბილისში ვიყავი უგუნდოდ, ვისვენებდი. დამირეკა - ანჟიში მივდივარ და ჩაალაგე ბარგი, მოდიხარო. თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყო, კონტრაქტს ხელს აწერდა, მაგრამ საბოლოოდ, ისე გამოვიდა, კონტრაქტი აღარ შედგა. მერე უკვე მილანი ჩაიბარა.

მიუხედავად იმის, რომ მასთან ურთიერთობა დიდხანს არ მომიწია და ერთად სულ 3 თვე ვიმუშავეთ, დაუვიწყარი პერიოდი იყო, სამწვრთნელი შტაბიდან ბევრი ვისწავლე".

აღსანიშნავია, რომ ოფი"-ში მერებაშვილთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, მეკარე, გიორგი ლორია თამაშობდა (2014/2015). შემდეგ, ბერძნული გუნდი გაკოტრდა.

გიორგი მერებაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები