ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 6 მედალი და გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 6 მედალი და გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონი აჩიკო ბოლქვაძე გახდა, რომელმაც 80 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში მოლდოველი მიჰაი გუტუ ანგარიშით 9:0 დაამარცხა.

ვერცხლის მედლები ანრი ფუტკარაძემ და თამაზ ღლონტმა მოიპოვეს. 

ბრინჯაო კი ანრი ხოზრევანიძემ, რატი ხოზრევანიძემ და გორ აივაზიანმა დაისაკუთრეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 132 ქულა დააგროვა და 22 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს - უკრაინას.

ჭაბუკებში, 2021 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი ერთ თვეში (19-25 ივლისს), ბუდაპეშტში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები