პირველი მედალი - ანა ხუნჯუა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

პირველი მედალი - ანა ხუნჯუა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

იტალიაში მიმდინარე 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ანა ხუნჯუამ (54 კგ) საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.

მეოთხედფინალში ქართველმა მოკრივემ უკრაინელი ანასტასია ლისინსკა დააამრცხა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

ხობელმა გოგონამ მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა და ხუთივე მსაჯმა მისი უპირატესობა ერთნაირი ანგარიშით 29:26 დააფიქსირა.

ევროპის ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება და მეოთხედფინალში დაქართველოს სახელით გიორგი კაპანაძე (56 კგ), არტუშ გომციანი (60 კგ), ოთარ ნავერიანი (69 კგ), არტემ იორდანიანი (91 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძე (+ 91 კგ). იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები