ლაკვეხელიანი: ''ვყვიროდი და მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა''
Aa
Aa

ლაკვეხელიანი: ''ვყვიროდი და მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა''

უნგრული ''მეზოკოვეშდის'' 22 წლის მარცხენა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი დაასრულა და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

გასული სეზონის პირველ ნახევარში, ''ჰონვედთან'' მატჩში, მეტოქესთან ორთაბრძოლისას ლაკვეხელიანი ფეხის მოტეხვას გადაურჩა, თუმცა მუხლის ჯვარედინი მყესი გაუწყდა, რაც საკმაოდ მძიმე ტრავმაა, ოპერაციასა და ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს.

ლაკვეხელიანი, რომელიც უნგრულ კლუბში 2020 წლის ზაფხულში ''საბურთალოდან'' გადავიდა, CrystalSport-თან ინტერვიუში ტრავმით გამოწვეულ რთულ პერიოდზე, ფსიქოლოგიურად რთულ მომენტებზე, უნგრეთის ჩემპიონატის ტრამპლინად გამოყენების შესაძლებლობასა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.

''ბურთს რომ შევეხე, გაგიჟებული ვიყავი''

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-ფეხბურთელი CrystalSport-თან ინტერვიუში ''საბურთალოში'' გატარებულ პერიოდს, პირველ გუნდში დაწინაურებას, გია ჭიაბრიშვილთან მუშაობასა და კარიერის დასამახსოვრებელ მატჩებს იხსენებს. ასევე, საუბრობს ''არარატ-არმენიასთან'' მარცხზე, როცა 2019-20 წლების სეზონში ''საბურთალომ'' სომხეთის ჩემპიონს სტუმრად სძლია, თუმცა შინ დამარცხდა, რასაც გულშემატკივართა მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

''დღემდე ვერ ვხვდები, ''არარატ-არმენიასთან'' თამაში როგორ დავთმეთ''

მარცხენა მცველმა, რომელიც შეტევაში აქტიური თამაშით გამოირჩევა, უნგრეთის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან უნგრეთის თასის ერთ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ლაკვეხელიანს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან ქომაგებს თავი ტექნიკური და სწრაფი თამაშით დაამახსოვრა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები