აიაჩოს ყოფილი ფეხბურთელი 39 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა
Aa
Aa

აიაჩოს ყოფილი ფეხბურთელი 39 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

ფრანგული „აიაჩოს“ ყოფილი ფეხბურთელი, ლუკას პერეირა 39 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. პერეირა საავადმყოფოში 4 დღის წინ გადაიყვანეს და მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით „აიაჩომ“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და მწუხარება გამოთქვა: „ჩვენმა მეგობარმა, ლუკას პერეირამ Covid-19-თან გამართული მატჩი წააგო. მარსელო დე ფარიამ ჩვენი ყოფილი ფეხბურთელისა და თანაგუნდელის გარდაცვალების შესახებ სწორედ ამ სიტყვებით შეგვატყობინა.

ამ ინფორმაციამ ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა, რადგან მან ჩვენს გუნდში დიდი კვალი დატოვა. ლუკასი აიაჩოს 2004 წელს შეუერთდა, როცა კლუბი პირველ დივიზიონში იბრძოდა. ბრაზილიელმა სადებიუტო სეზონში 11 გოლი გაიტანა და აიაჩოში 2008 წლამდე დარჩა. ლუკას, მშვიდად განისვენე“.

ცნობისთვის, პერეირამ ფრანგული კლუბის მაისურით 97 შეხვედრა ჩაატარა და 24 გოლი შეაგდო. „აიაჩოს“ შემდეგ, მან სამხრეთ კორეას მიაშურა და „სუვონში“ ასპარეზობდა, კარიერა კი 2012 წელს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები