გულშემატკივარმა ლეო მესის ხელმოწერა სვირინგად აქცია
Aa
Aa

გულშემატკივარმა ლეო მესის ხელმოწერა სვირინგად აქცია

ლეო მესის ბრაზილიელმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე არგენტინელი სუპერვასკვლავის გამოსახულებით სვირინგი ატვირთა და ფეხბურთის ვარსკვლავი მონიშნა. ფოტო ყველასთვის ცნობილია და ის 2017 წლის ელ კლასიკოს მომენტს ასახავს.

გულშემატკივრის პოსტს ფეხბურთელი სწრაფად გამოეხმაურა და კომენტარი დატოვა: „შესანიშნავი სვირინგია, ძალიან მომწონს. სიამოვნებით ვნახავდი რეალურადაც და ხელმოწერას დავტოვებდი".

მოგვიანებით, მესიმ პირობა შეასრულა, გულშემატკივარმა კი მესის ეს ხელმოწერაც სვირინგად აქცია.

ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები