Путин Хуйло - ავსტრიელმა და უკრაინელმა ფანებმა პუტინს უმღერეს
Aa
Aa

Путин Хуйло - ავსტრიელმა და უკრაინელმა ფანებმა პუტინს უმღერეს

დღეს, თბილისის დროით 20:00 საათიდან, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებები, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართავენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მატჩამდე ორივე ნაკრების გულშემატკივარმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ერთად უმღერა".

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმას, რომლითაც ანდრეი შევჩენკოს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე უნდა ეასპარეზა, რუსეთში აღშფოთება მოჰყვა, რადგან მაისურზე დატანილი რუკა ყირიმის ნახევარკუნძულსაც მოიცავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ უკრაინის ნაკრების ფორმასთან დაკავშირებით კრიტიკულად ისაუბრა, ხოლო რუსმა პოლიტიკოსმა, დმიტრი სვიშცევმა, რომელიც დუმის დეპუტატია, უკრაინელთა ფორმაზე დატანილ რუკას სრულიად უადგილო" უწოდა. მან ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ფორმის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

რუსეთმა ყირიმის ტერიტორიის ანექსია 2014 წელს მოახდინა, თუმცა ქვეყნების უდიდესი ნაწილი ყირიმის ტერიტორიას უკრაინის ტერიტორიად თვლის და რუსეთის მიერ აღნიშნული ტერიტორიის ანექსიას ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები