მათეუსი:
Aa
Aa

მათეუსი: "კაი ჰავერცი ზიდანს ჰგავს!"

 

კაი ჰავერცს ლონდონის „ჩელსიში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მეტიც, მისი გოლით „არისტოკრატებმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგეს. ჰავერცი გერმანიის ნაკრებშიც ბრწყინავს და პორტუგალიის ნაკრებთან საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა.

ახალგაზრდა შემტევზე ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა ისაუბრა და ზინედინ ზიდანს შეადარა.

რა თქვა მათეუსმა?

„ჰავერცი ტექნიკით და საფეხბურთო შესაძლებლობებით ზინედინ ზიდანს ჰგავს. შეადარეთ მას და ყველა კითხვას გასცემთ პასუხს. ზიდანი სწრაფ ფეხბურთელს არ ჰგავდა, მაგრამ როდესაც ბურთს იღებდა დიდ სისწრაფეს ავითარებდა. ჰავერცს იგივეს გაკეთება თავისუფლად შეუძლია.

კაის სპეციალური ვარჯიშების შედეგად განვითარება და წინ სვლა შეუძლია. მას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. ის შესანიშნავად კითხულობს თამაშს, აკონტროლებს ბურთს, აქვს კარგი ტექნიკა და პოზიციას მშვენივრად არჩევს.

გარდა ამისა, ჰავერცი ინტელექტუალურად თამაშობს და თავის სხეულს კარგად იყენებს. მას დიდი მომავალი აქვს, თუმცა იქნება საუკეთესო ფეხბურთელი, თუ უბრალოდ კარგი ამას გარკვეული ნიუანსები გადაწყვეტს.“

ჰავერცი „ჩელსიში“

22 წლის გერმანელი „არისტოკრატებს“ 2020 წელს ლევერკუზენის „ბაიერიდან“ შეუერთდა. დღემდე ჰავერცმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები