ბრწყინვალე ასპარეზობა - 4 მოკრივე ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

ბრწყინვალე ასპარეზობა - 4 მოკრივე ნახევარფინალში გავიდა

იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრები წარმატებულ სტარტს ღირსეულად აგრძელებს.

დღეს ქართველმა მოკრივეებმა გათამაშების ნახევარფინალში გააღწიეს და სულ მცირე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში არტიუშ გომციანმა მოლდოველი მოკრივე ვიქტორ ვაჩულა დაამარცხა.

91 კილოში არტიომ იორდანიანმა ფრანგ მოკრივეს ვილფრედ ფლორენტის აჯობა. 

+91 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი რუსთაველმა ნიკოლოზ ბეგაძემ სერბ მოკრივეს სანელ ჰასანოვიჩს მოუგო.

შეგახსენებთ ,რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ასევე ანა ხუნჯუა გავიდა.

ამრიგად საქართველოს მოკრივეთა ნაკრების 4 წევრი ხვალ ვერცხლის მედლის მოსაპოვებლად იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები